ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონება
35. „ისრაელზეა მისი (უფლის) დიდმშვენიერება“, ესე იგი – გონებაზე, რომელიც ძალისამებრ ჭვრეტს თავად ღვთის დიდების მშვენიერებას; „ და მისი ძალა ღრუბლებშია“, ესე იგი – ნათელსხივოსან სულებში, რომლებიც განთიადისას შეჰმზერენ იმას, რომელიც მამის მარჯვნივ არის მჯდომარე (იესო ქრისტეს) და რომელიც, აელვარებს რა მათ, ისევე როგორც მზე ასხივოსნებს წმინდა ღრუბლებს, საამურებად წარმოაჩენს.