ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: მონაზვნობა
70. საქმეთაგან განშორებულმა, – ვთქვათ, ცოლისგან, ქონებისგან და ასე შემდეგ, – „გარეგანი ადამიანი“ აქცია მონაზვნად, არათუ უკვე – „შინაგანიც“, ხოლო გონების ვნებადი გულისზრახვებისგან განშორებული ჭეშმარიტი მონაზონია. ამასთან, „გარეგან ადამიანს“ ადვილად გახდის მონაზვნად ვინმე, ხოლო „შინაგანი ადამიანის“ მონაზვნად ქცევა მცირედი ღვაწლი როდია.