ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონება
87. ისევე როგორც გრძნობადი მარილი გემოს აძლევს პურსა და ყოველგვარ ნამზადს, ხორცეულს კი გაუფუჭებლად და მყარად იცავს, ამგვარადვე ისაზრე გონითი გემოვნებისა და საკვირველი საქმიანობის გონებისგან დაცულობის შესახებ, რადგან გონება საღვთოდ ატკბობს კიდეც როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს, ამასთან, განდევნის უკეთურ გულისზრახვათა სიმყრალეს და მშვენიერებათა შიგნით მყარად გვიცავს ჩვენ.