ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ზრახვები
89. რადგან ყოველი გულისზრახვა რაიმე გრძნობადის წარმოსახვის შედეგად შედის გულში, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ გააცისკროვნებს მას ღმრთეების სანეტარო შუქი, როდესაც ყოვლითურთ მოიცლის ყველაფრისგან და დაუსახველი იქნება მათგან (ე.ი. გარეგანი მოვლენებისგან და საგნებისგან არანაირი გრძნობადი წარმოსახვა არ შთაიბეჭდება მასში), ვინაიდან ხსენებული ბრწყინვალება ყველა გულისზრახვის გაუქმების კვალობაზე უჩნდება განწმენდილ გონებას.