ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ყურადღება
90. რამდენადაც სრულად მიაქცევ ყურადღებას გონებას, იმდენად წადიერად ილოცებ იესოსადმი, და კიდევ, რაოდენ უგულისყუროდ მიხედავ გონებას, იმდენადვე განშორდები იესოს, და ისევე როგორც სრულად ასინათლებს გონების ჰაერს პირველი მათგანი, ამგვარადვე, უკუმიქცევა მღვიძარებისგან და, ასევე, იესოსადმი ტკბილი ხმობისგან, ჩვეულებისამებრ, ყოვლითურთ აწყვდიადებს მას, რადგან ბუნებით არის ეს საქმე ამგვარი, როგორც გვითქვამს, და სხვაგვარად არ შეიძლება, შეიცნობ კი ამას გამოცდილებით, საქმითი შემოწმებით, რადგან სათნოება და, განსაკუთრებით, ამგვარი ნათლისმშობელი საამური საქმე, როგორც წესი, სხვაგვარად არ შეისწავლება, თუ არა გამოცდილების გზით.