ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი მღვიძარება
117. ისევე როგორც ველები განამრავლებენ ხორბალს, ამგვარადვე განამრავლებს მღვიძარება შენს გულში ყოველგვარ სიკეთეს, უკეთ – ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოგანიჭებს ამას შენ, რომლის გარეშეც არ ძალგვიძს არაფრის ქმნა. და პირველად კიბედ აღმოაჩენ მას (მღვიძარებას), შემდეგ – საკითხავ წიგნად, კვლავაც წარმატებული კი ჰპოვებ მასვე ზეციურ ქალაქ იერუსალიმად და გონითად ცხადლივ იხილავ შენ ძალთა მეუფე ქრისტეს ისრაელისას მასთან თანაარსი მამითა და თაყვანსაცემი სულიწმინდითურთ.