ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ვერცხლისმოყვარება
118. დღემუდამ ცრუ წარმოსახვის გზით მივყავართ ჩვენ ეშმაკებს ცოდვისკენ, რადგან სწორედ ვერცხლისმოყვარეობისა და სარგებლის წარმოსახვით წარმართებს მათ უბადრუკი იუდა იქითკენ, რომ გაეცა მას ყოველთა უფალი და ღმერთი, ხოლო ცრუ და უფასური ხორციელი მოსვენების, პატივის, სარგებლისა და დიდების ზმანებით ჩამოსახრჩობი თოკი შემოაცვეს მას და საუკუნო სიკვდილი შესძინეს, ნაცვალმიაგეს რა ამ მზაკვრებმა სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რაც წარმოსახეს ანუ, ვამბობ, რითაც ეკვეთნენ.