ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონების დაცვა
128. მართლაც, ვინც ყოველდღიურად მიესწრაფვის და ეძიებს გონების სიმშვიდესა და მყუდროებას, ამგვარი ვინმე ადვილად მოიძაგებს ყველაფერს გრძნობადს, რათა არ დაშვრეს ფუჭად, მაგრამ თუ იგი განაცრუებს თავის სინდისს, მწარედ დაიძინებს დავიწყების სიკვდილით, რაგვარ დაძინებასაც ლოცვით განირიდებს დავითი (ფს. 12.4); ამბობს კი მოციქულიც: „ვინც იცის სიკეთის ქმნა და არ აკეთებს, ცოდვად შეერაცხება ეს“ (იაკ. 4.17).