ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ცოდნა
146. ხედვა და ცოდნა, როგორც წესი, გამკაცრებული ცხოვრების მეწინამძღვრენი და საფუძველდამდებნი გახლავთ, ვინაიდან მათი გზით ამაღლებული გონება აღწევს იმას, რომ სიამეებს და ყოველსავე სხვას, რც კი ამ ცხოვრებაში გრძნობადია და დამატკბობელი, მოიძაგებს როგორც უბადრუკებას.
147. და, პირიქით, ყურადღბით წარმართული ცხოვრება, ქრისტე იესოში წარმატებული, არის მამა ხედვისა და ცოდნისა, ამასთან იგი, შენაწევრებული თანამეუღლესთან – თავმდაბლობასთან, მშობელია საღვთო აღმასვლებისა და უბრძნესი გულისზრახვებისა, როგორც ამბობს საღვთო წინასწარმეტყველი ესაია, რომ „ ისინი, რომლებიც დაუთმობენ უფალს, შეცვლიან ძალას, დაფრთიანდებიან“ (შდრ. ეს. 40.38) და, – ამბობს, – „იფრენენ უფლის მიერ“ (შდრ. ეს,11.14).