თემა: იესოს ლოცვა

148. მკაცრი და ძნელი უჩანთ ადამიანებს სულიერი მყუდროება, განშორებული ყოველგვარი გულისზრახვისგან. დიახ, ჭეშმარიტად მძიმეა და ძალისხმევითი ეს საქმე, რადგან არა მხოლოდ ბრძოლის უმეცართათვის არის საძნელო, რომ სხეულებრივ სახლში შემოკეტონ და შემოსაზღვრონ ის, რაც უსხეულოა, არამედ – იმათთვისაც, რომლებსაც მიღებული აქვთ გამოცდილება შინაგანი უნივთო ბრძოლისა, მაგრამ ვინც გამუდმებული ლოცვის გზით თავის თავში შეიტკბობს უფალ იესოს, „არ დაშვრება იგი მის კვალს მიდევნებისგან“, თანახმად წინასწარმეტყველისა, „და ადამიანის დღეს არ ინდომებს“ (შდრ იერ.17.16), იესოს კეთილმშვენობის, საამურობისა და სიტკბოების გამო, ამასთან „თავისი მტრების“, – „ირგვლივ მავალი უღვთო ეშმაკების“ (შდრ. ფს 11.9) – წინაშე „შერცხვენილი არ იქნება, რაჟამს გაეზრახება მათ გულის კარიბჭეში“ (შდრ. ფს. 126.5) და უკუგანდევნის იესოს მიერ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები