ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სიკვდილი
161. მოიწევა ჩვენზე ჟამი სიკვდილისა, – მოიწევა, და შეუძლებელია გაქცევა მისგან. იმ ჟამს (სიკვდილის ჟამს) მომსვლელმა სოფლის და ჰაერის მთავარმა (ეშმაკმა) ნეტამც ჰპოვოს ჩვენი ცოდვები მცირე და კნინი, რომ არ გვამხილოს მან სამართლიანად; უსარგებლოდღა ვიტირებთ მაშინ, რადგან ის მონა, – ამბობს, – ვინც იცოდა თავისი უფლის ნება და არ იმოქმედა როგორც მონამ, დაიტანჯება დიდად (შდრ. ლკ. 12.47).