ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: განსჯა
164. ნამდვილად ორად გაყოფა მართებს ადამიანს არჩევანის კვალობაზე, ანუ, როგორც ვთქვი, შუაზე უნდა განიკვეთებოდეს იგი უბრძნესი განზრახვის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად დაუზავებელი მტერი უნდა იყოს თავისი თავისა. მაშ, როგორი განწყობაც ექნება მავანს ვინმე ადამიანისადმი, რომელიც მეტისმეტად უმოწყალოდ და, ამასთან, მიწყივ შეაჭირვებს და შეურაცხყოფს მას, ამგვარივე, და ბევრად მკაცრიც, უნდა იყოს ჩვენი განწყობა ჩვენივე თავის მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, მართლაც გვსურს, რომ სრულვყოთ დიდი და პირველი მცნება, კერძოდ ის, რაც არის ქრისტეს მოღვაწეობა, ესე იგი ნეტარი სიმდაბლე ანუ ხორცშესხმული ცხოვრება ღვთისა, რის გამოც ამბობს მოციქული: „ვინ გამომიხსნის მე ამ სიკვდილის სხეულისგან“ (რომ. 7.4), ხოლო აჩვენა რა ამით მოციქულმა, რომ ღვთის ნებისადმი ჩვენი სხეულის დამორჩილება ჩვენსავე უფლებამოსილებაშია, თქვა: „რამეთუ თუკი განვსჯიდით ჩვენს თავს, აღარ განვისჯებოდით, განსჯილნი კი ღვთისგან განვისწავლებოდით (I კორ. 11.32).