ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გულის განწმენდა
186. მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე (ე.ი. გულის სიწმინდის) რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. „მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი“ (შდრ. ფს. 84.9), ამბობს დავითი, წარმოაჩენს რა სწორედ ამავეს. თან, როდესაც იგი გვიცხადებდა გონების გამომეძიებლობას საკუთარი თავის მიმართ გონოთი ბრძოლის შესახებ და, აგრეთვე, ღვთის შემწეობასა და დამფარველობას, ამბობდა: „და იკითხავს ადამიანი: თუ იქნება, მაშ, ნაყოფი მართლისთვის...“ (ფს. 57.12). შემდეგ, თანაგამოძიების შედეგად ორივე მხრივ დადასტურებული აზრის წარმომჩენი ამბობს: „მაშ, არის ღმერთი, რომელიც განსჯის მათ“, – უკეთურ დემონებს, – ჩვენი გულის „მიწაში" (შდრ. ფს. 57.12). და სხვაგან ამბობს: „მოვა ადამიანი, და გული ღრმაა, და ამაღლდება ღმერთი, და მაშინ მათი წყლულები ჩვილთა ისრებად შეგვერაცხება ჩვენ (შდრ. ფს. 63.7–8).