თემა: გულის განწმენდა

195. ძველი აღთქმის სამღვდელო გასაცხადებელნი (იგულისხმება ძველი აღთქმის დიდი მღვდლისთვის ნიშანდობლი გარეგანი აქსესუარები, რაც მის მღვდლობას განაცხადებდა, წმ. ევსუქი ხუცესს, კერძოდ, მხედველობაში აქვს სამღვდელო თავსაბურის – მიტრის შუაში მოთავსებული ოქროს თხელი ფირფიტა – პეტალი) წარმოადგენდა განწმენდილი გულის წინასახეებს, რათა ჩვენც მიგვეპყრო მზერა ჩვენი გულის პეტალისთვის, – ხომ არ იყო გაშავებული ცოდვების მიერ, – და გაგვებანა იგი ცრემლების, სინანულისა და ლოცვის გზით, ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი რამ მოვლენა, ურჯულო ფიქრებისადმი ძნელად დასაოკებელი, თანაბრად იოლად რომ მიჰყვება როგორც უკეთურ, ასევე კეთილ აზრისმიერ წარმოსახვებს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები