image

თემა: სასუფეველი

"სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი"(ინ. 14,2).
    მე, გლახაკი ამ სიტყვებზე დავფიქრდი და ზეციური სასუფევლის ნახვა ვინატრე, ხუთი დღე-ღამე ვფხიზლობდი და ვლოცულობდი, უფალს ვთხოვდი, ასეთივე ხილვის ღირსი გავეხადე. გულმოწყლე უფალმა ნუგეში არ მომიშალა რწმენაში და ის მარადიული საცხოვრებელი მიჩვენა, რომელშიც მე, მიწიერმა ღატაკმა მწირმა, წუთიერად აღტაცებულმა, არ ვიცი სხეულით თუ სხეულის გარეშე, სასუფევლის ენით გამოუთქმელი სილამაზე და იქ მყოფნი ვიხილე: დიდი წინამორბედი და უფლის ნათლისმცემელი იოანე, მოციქულები, მღვდელმთავრები, მოწამენი და ჩვენი ღირსი მამები: ანტონი დიდი, პავლე თებაედელი, საბა განწმენდილი, ონოფრე დიდი და ბევრი სხვა; ენით გამოუთქმელი სიხარულით და დიდებით გაბრწყინებულნი. "...რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2,9)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები