ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სინანული
საიდუმლითა ნათლისღებისათა კაცი იშვების სულიერად, განიწმიდების და შეერთდების ღმერთთან. უკეთუ შეეძლოს კაცსა დამარხვა სიწმიდისა და მადლისა, რომელსა იგი მიიღებს ანთლისღებასა შინა, აღარ იქმნებოდა მისთვის საჭირო მონანიება და აღსარება; გარნა სამწუხაროდ, ვერც ერთი კაცი, მცხოვრები ამ სოფლად, ვერ დაიცავს უმანკოებასა ნათლისღებისასა. ჩვენ ყოველნი ვსცოდავთ მარადის, ძმანო, და ერთი მხოლოდ გვაქვს ღონისძიება, ესე იგი მონანება, რომლითა შეგვიძლიან კვალად აღვადგინოთ უბიწოება ჩვენი და შეურიგდეთ მამასა ჩვენსა ზიციერსა. ამისთვის წმიდა მამანი მონანებასა უწოდებენ მეორე ნათლისღებად. უკეთუ ღმერთს არ მოენიჭებინა ეს დიდი მოწყალება ჩვენთვის, ვგონებ, რომელ ვერცა ერთი კაცი ვერ სცხონდებოდა სულითა თვისითა.