image

თემა: დედაკაცი

მნიშვნელობა ქალისა, რომელიც მისცა ქალთა თვით ღმერთმან, კეთილად სრულდებოდა ძველებურად მცხოვრებთა ოჯახთა შინა. პირველად ის უნდა ვსთქვათ, რომელ საკვირველი სიყვარული და ერთგულება ცოლისა ქმრისადმი იყო ძველებურად მცხოვრებთა ოჯახთა შინა. მერმე, ის უმეტესად არის საქები და განსაკვირვებელი, რომელ როგორიც უნდა ყოფილიყო ქმარი, ღირსი ანუ უღირსი, კარგი ანუ ცუდი, – მაინც უყვარდა იგი ცოლს, მაშინ, როდესც ხშირად გამოცდილ არს და ხშირად მომხადარა, რომ განათლებული და სწავლასა შინა გამოსული ქალი ხშირად შეურაცხჰყოფს და მოიშლის ერთგულებასა, თუ ქმარი მისი არის მასზედ ნაკლები ჭკუითა და ღირსებითა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები