ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
ძველებურ წესზედ გაზრდილთა ქალთა საკვირველი იყო და გამოუთქმელი სიყვარული შვილთა მათდამი. ეს სიყვარული ესოდენ დიდ იქმნებოდა, რომ თითქმის მრთელსა მისსა ცხოვრებასა და სულსა დედა შთასდებდა გულსა შინა შვილისა მისისა. ვის არ ახსოვს, ძმანო ჩემნო, მანუგეშებელი და განმაცხოველებელი სიყვარული დედისა მისისა? ვინ არ ინუგეშებს, ჟამსა მწუხარებისასა, ამ ტრფიალითა სიყვარულითა დედისა მისისათა.