image

თემა: დედაკაცი

თვისება და ღირსება უწინდელად აღზრდილთა ქალთა იყო სიმდაბლე და სიმშვიდე მათი; ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ იყვნენ თავმდაბალნი და მორჩილნი, რომელ თვითონ არ იცოდენ თავის ფასი და როდესაც მრთელსა სიცოცხლესა სულსა და ღონესა შესწირავდენ თვისთა მახლობელთა და საყვარელთა, არაფერს არ ხედავდნენ ამაში განსხვავებულსა. ამას უნდა დაუმატოთ მათი დაუცხრომელი შრომა, დაუძინებელი ზრუნვა და გულმტკივნეუობლობა ოჯახისათვის: ვითარცა დაუღალავი ფუტკარი თითო წეთს თაფლსა ყვავილებისაგან შეაგროვებს, ეგრეთვე იგინი ოჯახისათვის პოულობდნენ და ინახვიდნენ საცხოვრებელსა. ერთი სიტყვით, განსხვავებული და მოსაწონი შინაური ცხოვრება, ნამდვილი ქრისტიანობრივი შინაური ყოფაქცევა, – აჰა, ღირსება ძველებურად განსწავლულთა ქალთა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები