
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უნდა ეძიებდნენ და ჭკუითა თვისითა გამოირჩევნდნენ უმჯობესსა და განეშორებოდნენ ყოველსა ცუდსა.