image
ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა უმეტესად ძველთა ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვნცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყნისათა, გვქონდა და გვქონან რომელნიმე განსხვავებულნი ჩვეულებანი; გარნა აწ შემოდიან რომელნიმე ახალნი ჩვეულებანი და განსხვავებული სახე ცხოვრებისა. აწ არ უნდა ვიფიქროთ რომელნი ახალნი ჩვეულებანი მივიღოთ და რომელნი ძველ ჩვეულებათაგანიცა მტკიცედ დავიმარხოთ? ნუთუ ძველნი ჩვეულებანი ისრე ადვილად არიან გამოსაცვლელნი, როგორც ძველი ტანსაცმელი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები