ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
მეორედ მოსვლა
შეიძარ სულო და შეირიყე! გონებავ, შეძრწუნდი და ძრწოლა შეიდევ! საგრძნობელნო, არევა და ქოთება გეგულებათ
შეიძარ სულო და შეირიყე! გონებავ, შეძრწუნდი და ძრწოლა შეიდევ! საგრძნობელნო, არევა და ქოთება გეგულებათ შესამთხვევად! ამისთვის რომ წმიდანიცა ზეცისა ძალნი შეიძრნენო, ქრისტე გვიბრძანებს. და არათუ მარტოდ წმიდანი ზეცისა ძალნი, არამედ სრულებით ყოველნი დაბადებულნი, ხხილულნიცა და უხილავნიცა, ძრწოლით მოიცვიანო. პირველად ოთხთავე ნივთთა მიეღებისთ ძალი მშობელობისა, წარმდინარეობისა, შვენივრად ბევრისა და ნათლის მფენელობისა. ცანი წარიგრაგნენ, ვითარცა ტყავი, მცესა მოაკლდეს ნათელი და მთოვერე ბნელად გარდაიქცეს. ზღვანი, მდინარენიცა და წყარონიც უჩინო იქმნებიან. მთანი და კლდენიცა მრავლის ქოთებითა და ქანებითა დამდაბლებად არიან შეცვალებად. და სრულიად ხმელეთი ზღვათ აღრეულად ნივთად შეიცვალის, საზარლად და საშიშრად. და მაშინ დასცის საყვირსა ოთხისავე კუთხისა მიმართ. და მეყსა შინა აღდგნენ მკვდარნი სოფლის დასაბამითგან გარდაცვალებულნი და წამოდგნენ ცოდვილნიცა მართალთათანა. და მართალნი ცოცხალთა მოაკითხვიდნენ ყოველთა აღდგომისათვის. იქ ზარი და შიში, ძრწოლა და თრთოლვა სულთქმითა, წყრომითა და ზარითა შეიპყრობიან მაღალნი ხელმწიფენი, მეფენი და მთავარნი, მღუდელნი უღირსნი და სრულიად კრებული სამღუდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი. და მე – ვაი, და ჩემებრთა ყოველთა მაშინ!
|