ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: წუთისოფელში ცხოვრების მიზანი
ეს სოფელი, ძმანო ჩემნო, და ამ სოფლის ცხოვრება ჩვენი არის მომზადება მომავლისა ცხოვრებისათვის სასუფეველსა შინა. აქ კაცმან უნდა ეცადოს და სული თვისი აღზარდოს და მოამზადოს იმ ნეტარებისათვის, რომელიც ღმერთმან დაგვინიშნა ჩვენ სასუფეველსა შინა ცათასა.