ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: შურისძიება
როდესაც ეკლესიაში მოხვალ და ილოცავ, რასა სთხოვ მაშინ შენ ღმერთსა? შენ სთხოვ: უფალო შემიწყალე, ღმერთო შეგცოდე, შემინდევ. მაშასადამე, თუ გსურს, რომ ღმერთმან გაიგოს შენი ლოცვა, შენც ნურაოდეს ნუ იძიებ შურსა ძმისა შენისათვის.