image

თემა: საკუთარი თავის შეცნობა

ძმანო ჩემნო, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა სახესა თქვენსა სამთა სარკეთა შინა. პირველი სარკე არს საღმრთო წერილი და წმინდა მამების ლოცვები. ვინც ყურადღებით უსმენს მათ, უთუოდ შეიტყობს მისის სულის სახესა და მდგომარეობას. მეორე სარკე არის თვით თქვენი გონება და სინიდისი. მესამე სარკე არს აღსარების თქმა წინაშე მოძღვრისა თქვენისა და დარიგება მოძღვრისაგან მიღებული. ხშირად შევხედოთ სამთა ამათ სულიერთა სარკეთა და თუ რამე ცუდი გამოთქმულება შევატყვეთ ჩვენს სულს, მოვიშალოთ იგი და მივაჩვიოთ უმჯობესსა გამოთქმულებასა და ჩვეულებასა. ერთი სიტყვით, გავისწოროთ ცხოვრება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები