
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ენა
დაიცევ პირი შენი ფიცისაგან, დაღაცათუ სამართლად ჰფუცვიდე, რამეთუ ენისა საცთური მსწრაფლ იქმნის და მცირედნი დაიცვებიან მისგან. მოსწრაფე იყავ დაცვად თესლისაგან მტერისა, რამეთუ იგი ყოვლითურთ მოსწრაფე არს წარწყმედად სულსა ამას უბადრუკსა და უფროისად ენისა მიერ და პირისა, რამეთუ არა რაი არს ჩუენ შორის შემწე საცთურისა და წარწყმედისა ჩუენისაი უფროის ენისა ჩუენისა განტევებულისა და პირისა განღებულისა, და უფროისი და უმრავლესი საცთური დაცემისა ჩუენისაიამათ მიერ იქმნების. ამისთვის უთქუამს მეტყველსა: "უმჯობეს არს შენდა, რაითა გიბრკუმეს ფერხთა და დაეცე ქუეყანასა, ვიდრე არა ბრკუმაი ენისაი" (ზირ. 20,18). რამეთუ რომელი დაეცეს ქუეყანასა, წყლულებაი შეამთხვიის გუამსა, ხოლო რომელსაც უბრკუმეს ენითა, მან წარწყმიდნის სულნი ხორცთა თანა საუკუნოდ