ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ადამიანი
ღმერთმან, შეჰქმნა რა კაცი, შეამკო იგი ორითა უმაღლესითა ნიჭითა: პირველი ნიჭი კაცისა არის ჭკუა, ანუ გონება, რომლითა იგი იცნობს ღმერთსა, ბუნებასა და თავის თავსა და ჰმართავს თვისსა ცხოვრებასა და თვისთა საქმეთა; მეორე ნიჭი კაცისა არის თავისუფლება, რომლითა მას შეუძლიან განრჩევა ბოროტისა და კეთილისა და შეყვარება ერთისა ანუ მეორისა. ორითა ამით ნიჭითა კაცი დაემსგავსება ღვთაებასა. გარნა, ცოდვა ორთავე ამათ ნიჭთა ესოდენ განჰხრწნის და წაახდენს, რომელ კაცი ხშირად დაემსგავსება პირუტყვთა უწმინდურთა.