image

თემა: სული

კაცის ბუნებაში სული არის ხორცზედ უმთავრესი. მაშასადამე, სულისათვის უმეტესად უნდა იზრუნოს კაცმან. უმჯობესია მოითმინოს მან ყოველი ჭირი, და სული თვისი დაიცვას. რა სარგებელი ექმნება, რომ კაცმა ერთის წუთის ნუგეშისათვის დაღუპოს თვისი სული?. ცოდვილი კაცის თვისება სწორედ ის არის, რომ იგი ერთი წუთის კმაყოფილებისათვის თავის საუკუნო ბედნიერებას შესწირავს. იგი თავის სულს აზღვევს ერთი უბრალო სოფლის გემოვნებისათვის. ამ ცუდი ჩვეულებისაგან ვაფრთხილებს უფალი, როდესაც იტყვის: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“
image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები