ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: წუთისოფელში ცხოვრების მიზანი
თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენსა სულიერსა ფერისცვალებასა, მაშინ ვერ ვეღირსებით დიდებასა ღვთის სასუფეველისასა, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელში. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. თუ გული მისი მუდამ იყო აქ აღვსებული ბოროტებითა, ამაოებითა, ცოდვითა, იქ როგორღა გაბრწყინდება და რით განმართლდება?