image

თემა: ღვთის თაყვანისცემა

უფლის თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით ნიშნავს სულის განწმენდას ვნებებისა და ცოდვებისგან - ადამიანის სულმა ადამიანის სულმა სუფთა კრისტალივით უნდა შეიკრიბოს ღმრთეობრივი ნათელი. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანის გვერდით განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ თავს? თაბორზე უფლის ფერიცვალების დროს ღმრთაებრივი ნათელი რომ შეიგრძნო, აღმოთქვა: "უფალო! კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა", - რამეთუ ყველა იქ მყოფმა მოიხვეჭა თავის გულში სულიწმიდის მადლი.
    ერთხელ ღირსმა ანტონიმ თავის მოწაფეს ჰკითხა: "ბევრი მოდის ჩემთან, ათას რამეს მეკითხებიან, შენ რატომ არაფერს მეკითხები?" მოწაფემ მიუგო: "მამაო, იმიტომ, რომ კარგია ჩემთვის შენთან ყოფნა. შენს გვერდით რომ ვარ, ყველა ეჭვი მეფანტება და ჩემთვის უსიტყვოდაც გასაგები და ნათელია ყველაფერი".
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები