image

თემა: ღმრთისმშობელი

მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იცოდნენ, რომ ესე ყოველი, ღვთის განგებით იყო; ისინი ამას ყოველსა თვისი კეთილი სურვილით აღასრულებდნენ. შენც ასე მოიქეცი ძმაო. შენი ნებით, შენი სურვილით ჰქენი, ეძიე, შეუდეგი ყოველს კეთილს საქმეს, რომელთა შორის შვილების გაზრდა ქრისტიანულად, წმიდად, პატიოსნად, უდიდესია და უკეთესი ყოველთა, და ამით შენ აღასრულებ თვით ღვთის ნებას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები