image

თემა: მემთვრალეობა

საშინელი კერპი, რომლის ფეხთა ქვეშ უამრავი სული მოქცეულა, რომლის მისადგომებთან დაღუპულა, ვინ იცის, რამდენი ნიჭი და ტალანტი, დაღვრილა მშობლებისა და ახლობლების ცრემლი, არის ლოთობა. არაფერს ვიტყვი იმ აურაცხელი უბედურების შესახებ, რაც ლოთობას მოსდევს. იქნებ ბევრი არც კი თვრება ღვინითა და არყით, მაგრამ განა სტუმრად ყოფნისას არ შეგისვამთ ზომაზე მეტად ღვინო? მოინანიეთ უფლის წინაშე. ლოთობაზე მეტი დანაშაულია, თუ ვინმე დაგითვრიათ, ან ნათესავებისგან დაფარულად მიგიტანიათ ვინმესთვის სასმელი. იქნებ ლოთისათვის გისესხებიათ მისი ოჯახის უჩუმრად ფული. თქვენ იტყვით, რომ დღეს ერთი ბოთლი არყის ფასად იყიდება ყველანაირი სამსახური, მაგრამ თქვენ, ქრისტიანებმა ისიც ხომ იცით, რა უბედურება მოაქვს ოჯახისათვის ამ ბოთლს? ნუთუ სინდისს არასოდეს შეუწუხებიხართ, რომ შხამს სთავაზობთ მოყვასს კეთილი საქმის სანაცვლოდ? თითქმის ყველა ვართ დამნაშავე მოყვასის გალოთებაში. ჩვენ მას სასმელი შევთავაზეთ; მანაც დალია და დაკარგა გონება, იწყო ღმრთის გმობა, ცოლ–შვილის ცემა, მოკლა ადამიანი და ჩვენ თანამონაწილენი გავხდით ამ დანაშაულისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები