ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: მონაზვნობა
მონაზვნებმა, რომელთაც აღთქმა დადეს ჯვრისა და სახარების წინაშე, დაიცვეს განა სიწმიდით ყველა თავისი სამონაზვნო აღთქმა? ახლა, მონასტერთა ნაკლებობის გამო ზოგიერთი შეგნებულად, ხოლო ზოგიც გაუცნობიერებლად ცდილობს სამონაზვნო აღთქმის ტვირთვის შემდეგაც იცხოვროს ამა სოფლად, ოჯახშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენი ცხონების მტრისგან წაქეზებულთა შორის არსებობს აზრი, რომ მონაზონი ერში – არ არის იგივე, რაც მონასტერში, რომ მისთვის აუცილებელი არ არის ყველა სამონაზვნო აღთქმის მკაცრად დაცვა. ასე ხომ მხოლოდ უგუნურს შეუძლია ლაპარაკი. სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა პირობებშიც არ უნა მოხვდეს იგი, თუ სამონაზვნო აღთქმა მიუღია და მათ არ იცავს, ფიცის გამტეხია.