image

თემა: ლოცვა

ჩვენ ყოველი მხრიდან უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დიდი ყურადღებით მოვიკრიბოთ გონება ლოცვისას, ვაიძულოთ თავს, დავუბრუნოთ გაფანტული აზრები ლოცვის სიტყვებს. ჩვენ კი მოვდივართ ტაძარში, ფეხმოუცვლელად ვესწრებით ყველა საეკლესიო მსახურებას და თავი უაღრესად მლოცველები გვგონია. შესაძლოა სახლში, ჩვენს საკუთარ ტაძარში, როდესაც ჩვენს ყურადღებას არაფერი ფანტავს, ერთი რომელიმე ლოცვა აღვავლინოთ ან დაუჯდომელი წავიკითხოთ და ბევრად უკეთესად, წმინდად და ღრმად ვილოცოთ. ყური უგდეთ საკუთარ თავს და შეინანეთ უფლის წინაშე თქვენი ლოცვის არასრულყოფილება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები