image

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა

ეკრძალე, ძმაო, და ნუ შეიწყნარებ მზაკვარისა მის ზრახებასა, არამედ იყავ შენ ვითარცა ირემი წყურიელი, რომელსა სურინ და მიისწრაფინ წყაროდ მიმართ წყალთაისა, რაითა სუას და განისუენოს წყურილისაგან. ეგრეთვე შენ სურვიელად მიივლტოდე კითხვად საღმრთოთა წიგნთა, და განაგრილე ვნებანი ეგე გულის-სიტყუათა შენთანი, რაჟამს სუა სარგებელი იგი, რომელი მის მიერ იყოფების, რაჟამს მოგცეს შენ ღმერთმან გონებაი და გულისხმის-ყოფაი სიტყუათაი, რაითა იკითხვიდე მეცნიერებით და დაიწერდე გონებასა და დაიცვიდე მარადი ხსენებითა, რაითა არა განგეშოროს შენგან. რამეთუ წერილ არს: "გულსა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი და სიმართლეთა შენთა ვიდოდე, და არა დავივიწყენ მე სიტყვანი შენნი". და კუალად იტყვის: "რაითა-მე წარიმართინ ჭაბუკმან გზანი თვისნი, არამედ იმარხნის თუ სიტყუანი შენნი" (ფსალმ. 118, 11-16).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები