image

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა

აწ იხილე, ძმაო, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ნიჭსა მას, რომელი მოცემულ არს შენდა ღმრთისა მიერ, არამედ მოსწრაფედ ეძიებდი და გულისხმის-ყოფით სათნო ეყავ ღმერთსა, რომელი გულისსათქუმელ არს უფროის ოქროისა და ანთრაკისა, რაითა მიიწიო შენ ნეტარებასა მას წმიდათასა. რამეთუ წერილ არს: "ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა მათითა გამოიძიონ იგი" (ფსალმ. 118,2). აწ უკუე ნუმცა დაგაბრკოლებს შენ მტერი წიგნის კითხვასა. რამეთუ მოაწიის კაცსა ზედა სიცონილი და მოწყინებაი, და შთაუგდის გულსა ურვაი და მწუხარებაი და ეტყვინ: "ქმენ ესე და ესე პირველად", და შემდგომად უურველად იკითხევდი წიგნსა, ოდეს ამას ესევითარსა გაზრახებდეს და მოსწრაფე გყოს საქმესა, უწყოდე, რამეთუ შექცევისა და დაბრკოლებისა შენისათვის გიზამს ამას, რაითა მოგაცთუნოს შენ წიგნის კითხვასა და სარგებელსა სულისა შენისასა, რამეთუ ოდეს იხილის კაცი მოსწრაფედ და მხურვალედ წიგნის კითხვასა, სარგებელისათვის სულისა თვისისა მოინადირის მით ესევითართა, რაითამცა ვითარ დააბრკოლა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები