image

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა,  ლოცვა

არა უწყია, ვითარ რომელნიმე იქადიედ პირველთა მეფეთა ცხორებასა თხრობად, და რომელნიმე ჰამბავთა და ზღაპართა მთავართასა ზედა ზვაობენ და იქადიედ, ხოლო შენ იქადოდე წინაშე ღმრთისა, და სულსა წმიდასა ეუბნებოდე საღმრთოთა მიერ წიგნთა, რამეთუ სული წმიდაი ზრახავს წიგნთა შინა საღმრთოთა. შე-უკუე-იკრძალე წიგნის კითხვაი და ლოცვაი მარადის, რამეთუ, რავდენ შეიყუარო ღმერთი წიგნის კითხვითა და ლოცვითა, იკურთხოს გუამი შენი, სული და სამშვინველი. აწ ვინაითგან ამას მეცნიერ ხარ, ვითარმედ წიგნის კითხვითა იკურთხევის ღმრთისაგან, ისწრაფდი მარადის კითხვად წიგნთა საღმრთოთა მოუწყინებელად და, თუ ვერ ძალ-გიც კითხვად უმეცრებითა, ითხოვდი გონებითა წმიდითა, რამეთუ ნეტარი ანა, დედაი სამოელ წინასწარმეტყუელისაი, გულსა ხოლო შინა თვისსა ილოცვიდა და ბაგენი ოდენ იძრვოდეს და ხმაი არა გამოვიდოდა, ხოლო ლმობიერად ვედრებაი იგი მისი ღიწეოდა სასმენელთა უფლისა საბაოისათა და მის მიერ მოემადლა თხოვაი მისი.
    ეგრეთვე შენ, ჰოი კაცო, უკუეთუ ვერ იკითხავ პირითა, ილოცევდი გონებითა, რამეთუ ღმერთსა ესმის მდუმრიადიცა ვედრებაი. უკუეუ უმეცარ ხარ წიგნის კითხვასა, მიისწრაფე მკითხველისა, რაითა გესმეს და სარგებელ გეყოს, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "უკუეთუ იხილო კაცი მრჩობლად მეცნიერი, აღიმსთუე მისა და ფერხნიცა შენნი ზღურბლთა მისთა სტკებნიან" (ზირ. 6,36). და ესე არა მათთვის უთქუამს, რომელთა კითხვაი არა იციან, არამედ მათთვის, რომელნი მეცნიერად იკითხვენ, მათთვის თქუმულ არს, რამეთუ მრავალნი იკითხვენ და არა მეცნიერებით
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები