image

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა

ხსენებითა სიტყუათა ღმრთისაითა შემძლებელ არს კაცი სლვად გზათა მისთა. ხოლო რომელი სიტყუათა ღმრთისათა იკითხვიდეს და და გზათა მისთა არა ვიდოდეს, საწყალობელ არს კაცი იგი, რამეთუ გამოცდილებაი ვერ მოუგია. ესევითარსა არარაი ახსოვს, არამედ რომელსაცა მეცნიერებით ჰგონებნ, და-ვე-ავიწყდის. და ღემრთი ეტყვის ესევითარსა მას: "აწ, შენ, ვითარღა იტყვი სიმართლეთა ჩემთა, აღიღებ აღნათქუემთა ჩემთა პირითა შენითა; შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი, განიშორენ და განსთხიენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი". და უბრძანის მოღებაი მისი, რომელსა იგი ჰგონებნ, ვითარმედ აქუს მას სარწმუნოებაი, რამეთუ სახელ-იდებნ თავსა თვისსა ქრისტიანედ და საქმის უვარ ჰყოფნ, და არნ იგი უძვირეს ურჩულოთა. მაშინ უბრძანის მისგან განძარცუვად სული წმიდაი, რომელი მიუღებიედ მას დღესა მას გამოხსნისასა, რომლისასა ჰგონებნ მის თანა ყოფასა.
    მაშინ იქმნის კაცი იგი ვითარცა ჭური ღვინისაი, სავსე რყუნილებითა. და რომელმან იხილის იგი და არა უწყინ, რაი შეემთხვია, ჰგონებნ სავსესა ღვინითა კეთილითა, ხოლო რაჟამს ზედამიწევნით განიხილის, პოის იგი სავსე სიმყრალითა. ეგრეთვე კაცი იგი, რაჟამს განიხილოს დღესა მას სასჯელისასა, იპოვოს იგი სავსე ზაკუვითა. მაშინ განეცხადოს ყოველთა საქმე მისი, ვითარცა-იგი მათი, რომელნი ეტყოდიედ მეუფესა დღესა მას განკითხვისასა: "უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყველებდითა და სახელითა შენითა ძალთა მრავალთა ვიქმოდითა?" მაშინ მიუგოს მათ: "ამენ გეტყვი თქუენ, ვითარმედ: არა გიცნი" (მათე 25,12)
    ხედავა, ძმაო, რამეთუ ესევითარსა არარაი ახსოვს, ხოლო შენ გეხსენენ სიტყუაი, რომელი გესმას, რაითა ხვიდოდი გზათა მისთა. იხილე, და ნუ უტეობ მფრინველთა გარდამოსლვად და აღტაცებად თესლსა მას ძისა ღმრთისასა, რამეთუ სიტყუაი ღმრთისაი თესლად წოდებულ არს, და-უკუ-ჰფალ იგი ურნატსა ქუეყანისა შენისასა, რაითა ნაყოფი მრავალი გამოიღოს, ესე არს, რაითა დასთესო სიტყუაი ღმრთისაი გულსა შინა შენსა, რაითა ნაყოფიერ ქმნას ღრთისა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები