
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: მშვიდობა
საკუთარი თავის მშვიდობისყოფის შემდეგ, მშვიდობა უნდა ვუყოთ მოყვასსა ჩვენსა. ადამიანის შინაგანი რღვევა, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვება, ეს ყოველივე ადამისა და ევას დაცემის გამო ღმერთთან მადლმოსილი კავშირის რღვევის შედეგია. ამ კავშირის აღდგენის გარეშე, ღმერთთან შერიგების გარეშე, ცხონება შეუძლებელია. ჩვენს ეპოქას განსაკუთრებით ახასიათებს ადამიანთა შორის გაუცხოება, გულითადი კავშირების გაწყვეტა, ურთიერთნდობისა და გულწრფელი, კეთილგანწყობილი ლტოლვის დაკარგვა. თვით ოჯახის წევრებს შორისაც კი შეიმჩვევა განცალკევების, გამიჯვნის, საკუთარი კუთხის ქონების სურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ოჯახის თითოეულ წევრს არ მოეპოვება შინაგანი ჰარმონია, რათა ამ შინაგანი მშვიდობის საფუძველზე ეძიოს და აშენოს სამყარო თავის ახლობლებთან და საერთოდ, სხვა ადამიანებთან ერთად. მხოლოდ მაშინ აღდგება ადამიანის გულში შინაგანი მშვიდობა, როდესაც ადამიანები იესო ქრისტეში გაერთიანდებიან. ეს კავშირი გამოიხატება სიტყვის, სულისა და აზრის ერთობაში: „ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალებაი, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა“ (1 კორ. 1–10).