image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

შევუდგეთ, ძმებო, გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: "აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა" (ეს. 2,3). მასთან, ვინც "განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე" (ფს. 17,33). გევედრებით, მისკენ ვისწრაფოთ, ვინც იტყვის:ისწრაფოდეთ "ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად საზომად ასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა". ქრისტე მოინათლა, როდესაც ხორციელად 30 წლის იყო და ამ კიბის ოცდამეათე საფეხურზეა დაბრძანებული რადგანაც ღმერთი სიყვარულია, რომლისა არს გალობა, რომლისა არს სიმტკიცე, რომლისა არს ძალი, რომელი ყოველივე კეთილთა მიზეზი არს და იყოს, აწ დამარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები