image

თემა: სული

ჩვენი სული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ღვთის სულის ანარეკლია: რაც უფრო დიდი და მკაფიოა ეს ანარეკლი, მით უფრო ნათელია და რამდენადაც მცირე, იმდენად ბუნდოვანი და ამღვრეული. და ჩვენ სულსა და გულზე რაღა ვთქვათ? რა და, მასში უსათუოდ, საგრძნობლად, მადლიერების გრძნობით უნდა ირეკლებოდეს ღვთის ჭეშმარიტება და უმკრთალესი ანარეკლიც კი არ უნდა ჩანდეს სიცრუისა. ღვთის სიყვარულს უნდა გრძნობდე მის წმინდა საიდუმლოებებში, ყველა ლოცვის ჭეშმარიტებებს უნდა სწვდებოდე. სარკეა ჩვენი გული და ჭეშმარიტება ისეთივე სიზუსტით უნდა ირეკლებოდეს გულებში, როგორც ამ სოფლად საგნები ირეკლებიან ჩვეულებრივ სარკეში.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები