ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ზიარება, რწმენა
მიუწვდომელია კაცისთვის, როგორაა, რომ თავად ქრისტე ერთიანდება ჯვართან და ანიჭებს მას სულიერ ძალას ვნებათა დათმენა-დათრგუნვისას, ამშვიდებს შფოთით ავსებულ გულს. ზუსტად ასევე გაუგებარია, თუ როგორ ხდება, რომ სული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ერთვის პურსა და ღვინოს, გარდააქცევს მას სისხლად და ხორცად და აშკარად წმენდს სულს ცოდვებისაგან, ზეციური მშვიდობა და სიწყნარე შეაქვს მასში, კეთილს, თავმდაბალსა და მორჩილს ხდის, ავსებს მას სიმშვიდითა და გულითადი სარწმუნოებით. ნაწილობრივ ეს იმითაც აიხსნება, რომ შემოქმედი ძალა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოვლისშემძლეა და შეუძლია - "ვითარცა წერილ არს ვითარმედ: მამად მრავალთა დაგადგინე შენ წინაშე ღმთისა. რომლისაი - იგი ჰრწმენა, რომელმან იგი განაცხოველენის მკუდარნი და უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა." (რომ.4,17) მით უმეტეს, შესაძლებელია მისთვის ერთი არსების მეორედ ქცევა, მაგრამ მცირედმორწმუნე გულს არ ეგონოს, ჯვრისა და ქრისტეს სახელს თავისთავას, ქრისტეს გარეშეც გააჩნდეს სასწაულთმოქმედების ძალა - ჯვრითა და ქრისტეს სახელით როდი მოვახდენ სასწაულს, თუკი ჩემი გულის თვალი და რწმენა ვერ ხედავს ქრისტე ღმერთს, თუკი გულით არ ვირწმუნებ, რაც მან ჩვენი ცხონებისათვის მოიმოქმედა.