ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ვნებები
ლოცვა გულის და გონების აღმართვაა ღვთისაკენ. აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ ვერ ილოცებს ის, ვისი გულიცა და გონებაც ძლიერადაა გადახლართული ხორციელთან, ფული იქნება ეს, პატივი თუ გულში ჩადებული სხვა რამ ვნება. ადამიანს, ჩვეულებრივ, ვნება კრავს და ავიწროებს, მაშინ როცა ღმერთი სიხალასეს და ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს მას.