ავტორი:
წმ. კვიპრიანე კართაგენელი
თემა: თეატრი კინო
416. რატომ არის მიუღბელი ქრისტიანისათვის თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრება?
ამ სანახაობებზე შენ დაინახავ იმას, რაც სირცხვილსა და მწუხარებას მოგგვრის. იქ ლამაზი სიტყვიბით მოუთხრობენ უძველეს მკვლელობებსა და უხამსობებზე, რათა ოდესღაც ჩადენილი ბოროტმოქმედება ხალხის მახსოვრობადი დარჩეს. ამგვარად, დროსაც კი არ ძალუძს მახსოვრობიდან ამოშალოს ბოროტმოქმედება, ისინი გადაეცემიან თაობიდან თაობას და კარგა ხნის წინანდელი სისაძაგლე ცოცხალ მაგალითებად იქცევა. წარმოდგენებზე ერთნი იმ მანკიერებათა საყურებლად მიდიან, რომელსაც თავად კარგა ხანია ეწევიან, მეორენი – იმის სასწავლად, როგორ გახდნენ არამზადები; მესამენი უყურებენ მრუშობას და თვითონაც ამ გზას ადგებიან. როგორ შეუძლია გონიერ და მოკრძალებულ ქალს, ამგვარ წარმოდგენებს უყუროს? რამდენი მაცდუნებელი მოძრაობაა სხეულისა, რამდენი ურცხვობა, გადამდები სენი და გარყვნილებაა ამგვარ სანახაობებში?