image

თემა: ზეთისცხება

961. როგორ უნდა მოვიქცე ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას, თუკი ავად არა ვარ – ვიცხო თუ არა ზეთი?
წმ. იაკობ მოციქული ამბობს: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა“ (იაკ. 5.14). უცნობია, თუ რის გამო, მაგრამ რუსეთში ამგვარი აზრი დამკვიდრდა, თითქოს ზეთისცხების საიდუმლოს მხოლოდ მაშინ უნდა მივეახლოთ, როდესაც სასიკვდილო სნეულება შეგვეყრება. საბერძნეთში კი, პირიქით, ჯანმრთელი ადამიანებიც იცხებენ ზეთს დიდ ოთხშაბათს. მოციქულის ზემოთმოხმობილი სიტყვები სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთში დამკვიდრებულ ჩვეულებას, რადგანაც ეპისტოლეში ნათქვამია: „და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მო–ვე–ეტეოს მას“ (იაკ. 5.15). ზეთის კურთხევის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის მოუნანიებელი ცოდვები მოგვეტევება, რომლებიც დავიწყებული გვაქვს კაცობრივი უძლურების გამო; ხოლო ცოდვათა მოტევების შედეგად, უკეთუ ენებოს ღმერთს, ხორციელ სენთაგანაც განვიკურნებით.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები