image

თემა: სული

სული ძლიერია, ყოვლისშემძლეა, ამიტომ ადვილად დაატარებს სხეულს. გვამი ძვალია, უძლურია, მისი მსგავსისგან ადვილად ზიანდება. ღმერთს, ვითომაც აქ არაფერიო, თავისი ძლიერი სიტყვით უჭირავს სოფელი. ამიტომაა, ღვთისმსახური კაცის ღვაწლი, უფლის შეწევნით, თრგუნავს სხეულს და არა მარტო თავისას, სხვებისასაც, მის სულს (როგორც ეს წმინდანთა ცხოვრებიდან ვიცით), შესწევს უნარი ლოცვის სიტყვების წვდომისა, მათი სულად ქცევისა. ხორციელ კაცს კი, ვნებათაგან გაწამებულს, ემძიმება ლოცვის სიტყვა, ვერ უდგამს მას სულს, რადგან თავად გვამია ცარიელი, გნებავთ, სხვაგვარად გეტყვით, უსუფთაო ხორცს დაყოლილი სული, ვერ წვდება ლოცვის წმინდა სულს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები