
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: მღვდლობა
ადამიანი განუწყვეტლივ ცოდვებში ვარდება, გამუდმებით, ყოველდღე ჭირდება შველა. მხსნელი იესო ქრისტე, ღვთის ძეა! მიმართე მას წრფელი სარწმუნოებით, რომელსაც მტკიცედ ეიმედები ცხონებას, როგორც მან უამრავჯერ, უცნაურად მიშველა მე: ეს შემწეობა ისეთივე ნათელი იყო, როგორც ბნელი სატუსაღოდან პატიმრის გამოყვანა, მღვდელს გამოცდილებით უნდა ეცნობოდეს რწმენის ძალა, ლოცვის სიტკბოება, ცოდვებისაგან განთავისუფლების ნუგეში; ასევე უნდა ეცნობოდეს მას ლოცვის უნაყოფობა და სიმშრალე, სულის ურვა და ღვთის მადლიანი ნუგეშინისცემაც, რომ მორწმუნეთათვის ლოცვისას, ასე ელაპარაკოს გამჩენს: მიმადლე მათ უფალო ის სიკეთე, რომელიც არასოდეს დაგიძვირებია ჩემთვის, გლახაკისათვის ღვთის წინაშე მლოცველ მღვდელს საკუთარი გამოცდილებით უნდა ეცნობოდეს, რას ითხოვს.