
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
"ხოლო ჩემი მიახლება ღვთისა მიმართ კეთილ არს" (ფს.72,28.) ამბობს დავითი, ვინც შეიგრძნო ლოცვის, ღვთის დიდების სიხარული. ამას ამოწმებს სხვებიც და მეც, ცოდვილი. დააკვირდით: აქვე, ამ სოფელში მიახლება ღმერთთან, სიკეთეა (და ეს მაშინ, როცა კვლავ სხეულში ვართ.) და რა ფუფუნება უნდა იყოს ღმერთთან ყოფნა ცაში! ამ სიტკბოების განცდა ამ სოფელში უკვე გახლავთ პირობა, ნიმუში იმ სიხარულისა, რომელსაც ღვთის წინაშე გამართლებული მომავალ სოფელში იმკვიდრებს. ხედავ, რა კეთილი, მოწყალე და ჭეშმარიტი არს გამჩენი, მარადიულობის ნეტარებაში, რომ დაგარწმუნოს, აქვე გაგემებს ნაწილს დაულევნელი სოფლის ფუფუნებისას, თუკი უხილავი სული შვებას აქვე უხილავ ღმერთში პოულობს, ესაა ნიშანი, რომ სხეულთან გაყრის შემდეგ მეტს, სრულ განსვენებას შეიძენს უფალთან.