
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
ქრისტეა, ქრისტეშია ჩვენი ნუგეში, აქ, ამ სოფელში და როგორ დავიჯერო, სიკვდილის მერე, მიწიერ მტრებთან ომგადახდილს, მარადიული ნეტარება არ მელის მასთან. ქრისტეს გარეშე ჩემი ყოფა აქაც მძიმეა და როგორ არ მჯეროდეს, რომ უფრო მეტად გამიჭირდება იქ, სადაც ღმერთი სამუდამოს მომაშორებს თავის სახეს. ასეა, ჩვენი სულების მდგომარეობა აქვე, ამ სოფელშივე მიგვანიშნებს, თუ რა გველის, რას უნდა გავუსწოროთ თვალი მომავალში, ასე რომ, ჩვენი აქაური შინაგანი ყოფა უკვე გახლავთ სურათი მოსალოდნელისა, ოღონდ სახეცვლილი იქნება დონე (ხარისხი) - მართლებისთვის ეს იქნება სრული სისავსე დიდებისა, ცოდვილთათვის კი სრული, მარადიული ტანჯვა.