
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: რწმენა
თუ გსურს ღმერთმა სწრაფად შესძინოს მტკიცე სარწმუნოება შენს ლოცვას, ეცადე შენი საქმე და სიტყვა, ადამიანებთან მიმართებაში გულწრფელი იყოს. ნუ იკადრებ ორგულობას მოყვასისას და როცა პირდაპირი და მიმდობი გახდები სხვების მიმართ, მაშინ მოგმადლებს ღმერთი უბრალო, გულწრფელ სარწმუნოებას. ძნელად ისმენს უფალი გულმრუდე კაცის ლოცვას და ამით ის უნდა აგრძნობინოს ადამიანს, რომ არაგულწრფელი თვისტომთან, ვერ შეძლებს, ღვთის წინაშეც ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი, უხინჯო.